Tuesday, September 10, 2013

პროექტი -

1. პროექტის სახელწოდება-  ფერმენტები ყოფა - ცხოვრებაში.ფერმენტების                                                                         დეფიციტით გამოწვეული დაავადებები - ენზიმოპათიები.
2.პროექტის მთავარი იდეა - ფერმენტთა თვისებების ღრმად გაცნობა, დაკვირვება ფერმენტულ პროცესებზე,ფერმენტთა დეფიციტით გამოწვეული დაავადებების გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა -  მოსწავლეებს უჭირთ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში,აღწერონ ის ბიოქიმიური პროცესები, რომლებიც ფერმენტების მონაწილეობით მიმდინარეობს. ვერ ერკვევიან იმ დაავადებების გამომწვევ მიზეზებში,რომელიც ცხოვრებაში ხვდებათ.
4 .პროექტის მიზნები -გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
  •            პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი, საპრეზენტაციო, თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარების განვითარებას.
  • პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეიძენენ, განივითარებენ ისტ- თან მუშაობის უნარ-ჩვევებს. შეძლებენ მის გამოყენებას სასწავლო- შემოქმედებიბით პროცესში.
  • განუვითაროს ექპერიმენტის დაგეგმვის, ჩატარებისა და ანალიზის გაკეთების უნარი.
გაეცნონ ფერმენტთა დეფიციტით გამოწვეულ მემკვირულ დაავადებებს, ამისათვის გამოიყენონ ინტერნეტ რესურსი  და ითანამშროლონ მედიცინის მუშაკებთან.
   5.მონაწილეთა ასაკი -    X კლასი , 15 - 16 წელი.
6 .ვადები/ ხანგრძლივობა -    1 თვე.
7.  მოსალოდნელი შედეგები/       
    პროდუქტები, რაც შეიძლება
    შეიქმნას -                    მოსწავლეები ღრმად შეისწავლიან ფერმენტების ქიმიურ ბუნებას, უკეთ გაეცნობიან ფერმენტული პროცების მიმდინარეობას, ფერმენტების აქტივობას.მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში ისეთი საკითხების გაცნობისას, როგორიცაა: სხვადასხვა სარეცხი საშუალებების ეფექტი ლაქების ამოყვანისას, ფერმენტებით მკურნალობა, დააკვირდებიან ყველის, მაწვნის, ღვინის, სპირტისა და ძმრის მიღებას.
    გაეცნობიან და აღწერენ ენზიმოპათიებს. მოაწყობენ პრეზენტაციას. მოძიებულ მასალებს განათავსებენ ბლოგზე.
8. პროექტისათვის სჭორო
   ძირითადი რესურსები -  კომპიუტერი,პროექტორი, ინტერნეტპროგრამები: google, pover pointi, youtube, სამედიცინო ლიტერატურა,მასალები ექსპერიმენტისათვის.
9. პროექტის მსვლელობა -                 .
             აქტივობა 1 -  მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის იდეის გაცნობა.
            აქტივობა 2- მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული                  მათთვისსაინტერესოაქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება.
             აქტივობა 3- ორგანიზაციული საკითხები:
                                     1.ჯგუფების შექმნა.
                                     2. ფუნქციების განაწილება.
                                     3. შესასრულებელი სამუშაოს არჩევა და კონკრეტული დავალებების 
                                         მიცემა.
                                     4. შუალედური და საბოლოო შეფასების დროის განსაზღვრა.
            აქტივობა 4 - მუშაობის დაწყება.
კლასს დავყოფ ოთხ ჯგუფად.
         I - ჯგუფი - ქიმიკოსები
იმუშავებენ თემაზე არაორგანული კატალიზატორები და ფერმენტები.
დაგეგმავენ ექსპერიმენტს და ჩაატარებენ ცდებს რეაქციის სიჩქარის დამიკიდებულება ტემპერატურასა და PH-ის მნიშვნელობაზე.გამოიყენებენ კუჭის წვენისა და კატალაზის მოქმედების შესწავლას.
მოახდენენ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების პრეზენტაციას.
ჯგუფს მუშაობაში დაეხმარება ქიმიის მასწავლებელი.
          II - ჯგუფი-მათემატიკოსები
 მათი ამოცანაა ექსპერიმენტის შედეგები მათემატიკურად გამოხატონ,წარმოადგინონ გრაფიკები ფერმენტების აქტივობის დამოკიდებულებისა ტემპერატურასა და PH-ზე.
გაანალიზონ და გრაფიკულად წარმოადგინონ ორბიტის ცნობილი რეკლამის მრუდი.
         III -ჯგუფი-ბიოლოგები
მოხდენენ ფერმენტების შესახებ ნასწავლი მასალის თავმოყრას.შეისწავლიან  ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტების: პროტეაზების, ლიპაზებისა და ამილაზების მოქმედების მექანიზმს და მათ როლს ყოველდღიურ პრაქტიკაში
დააკვირდებიან და ახსნიან ისეთი პროდუქტების წარმოების საფუძვლებს როგორიცაა: ყველი, მაწონი,ღვინო,სპირტი, ძმარი სარეცხი საშუალებების ეფექტს ლაქების ამოყვანისათვის
        IV- ჯგუფი - მედიკოსები
სამედიცინო ლიტერატურისა და ინტერნეტის დახმარებით მოიძიებს ინფორმაციას ფერმენტების დეფიციტით გამოწვეული მემკვიდრული დაავადებების- ენზიმოპათიების შესახებ. ისინი ითანამშრომლებენ მედიცინის მუშაკებთან,მოახდენენ გამოკითხვას მცირე ჯგუფებში
 მოკლედ, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე შეისწავლიან ისეთ დაავადებებს როგორიცაა:
          ალბინიზმი, გალაქტოზემია, ლაქტაზას დეფიციტი, ცელიაკია,ნიმან-პიკის, გოშეს დაავადებები. მოამზადებენ სლაიდ-შოუს პრეზენტაციისათვის.
                    იხ. პრეზენტაცია.
          აქტივობა -5- შესრულებული სამუშაოს შეჯამება.პრეზენტაციის მოწყoბა.
         კლასი მოძიებულ მასალებს განათავსებს ბლოგზე.
          აქტივობა -6-პროექტის შეფასება.
                             დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
  •                         ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება.
  • ზეპირი პრეზენტაცია.
  • მსჯელობა.
  • თანამშრომლობა          იხ. შეფასების სქემა.
10 .საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/
    კავშირი
                   ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას 
                            შემდეგ საგნებში: ქიმია, მათემატიკა, ბიოლოგია. გამოუმუშავდებათ უნარ- ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
11,ეროვნულ- სასწავლო გეგმასთან
     კავშირი-     ბიოლ.X.5.3. ასაბუთებს უჯრედის შემადგენლობაში შემავალი ორგანული და არაორგანული ნივთიერებების აუცილებლობას ორგანიზმისათვის.
                            ბიოლ.X.5.6. ატარებს ცდებს და ავლენს კატალიზურიპროცესების ინტესივობის დამოკიდებულებას ზოგიერთ ფაქტორზე მაგ. T  და PH.მონაცემებს გამოსახავს გრაფიკულად და აანალიზებს შედეგებს.
                        კვლ.X.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
                          კვლX..2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
                         კვლ.X.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
12 პროექტის ხელმძღვანელი:   ქვიტირის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი-
                                                        .ციალა ჩხეიძე.
 13.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: cchxeidze@gmail.com
14.პროექტის ვებ- გვერდი/ ბლოგი: ссhxeidze.blogspot.com
        

Friday, July 19, 2013

პროექტი

პროექტის სახელწოდება-  ერთად დავამარცხოთ შიდსი. 
პროექტის მთავარი იდეა-   მოსწავლეებისათვის შიდსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება,იმ პრევენციული ღონიძიებების გაცნობა რომელთა დაცვა აუცილებელია შიდსის თავიდან ასაცილებლად.
პროექტის აქტუალობა  -შიდსი გლობალური პრობლემაა,მისი გავცელება   ყოველწლიურად იზრდება,მოსწავლეებსა და მშობლებში აღინიშნება იფორმაციის სიმწირე,სწორად ვერ აცნობიერებენ დაავადების გადაცემის გზებს,ამიტომ ახასიათებთ სტიგმა-შიში  დაავადებულთა მიმართ.საჭიროა პრევენციული ღონისძიებების ღრმად გაცნობა.
მიზნები-მოახდინონ კვლევა მოსწავლეებში,ისტ-ის დახმარებით მოიძიონ ინფორმაცია შიდსის გამომწვევი ვირუსის აგებულების და გავცელების,დაავადებისკლინიკის,დიაგნოსტიკისა და სიმპტომების შესახებ. წარმოადგინონ მისი გადაცემის გზები და თავიდან აცილების საშუალებები.სტატისტიკურად გამოხატონ შიდსის გავცელება საქართველოში.შექმნან სლაიდ შოუ და ვიდეო რგოლი ხელი შეუწყოს ისეთი უნარების განვითარებას როგორიცაა
კვლევის, დაკვირვების,ანალიზისა და დასკვნების გაკეთების
.
ასკი-  15-16 წელი.

ვადები,ხანგრძლივობა- 25.10-30.11.
შედეგები  -მოამზადებენ პრეზენტაციას,შექმნიან ვიდეორგოლს და სლაიდ შოუს,  დაამზადებენ პლაკატს-1 დეკემბერი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა
ს.ბიოლ.ჯX/XI/XII5. მოსწავლე ახასიათებს ცხოვრების ჯანსაღ წესს დამსჯელობს ჯანმრთელობის ხელშემწყობ ფაქტორებზე.
ს.ბიოლ.ჯ.X/XI/XII8 მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ინფექციურ დაავადებათა თავისებურებებზე , მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებებზე.
კვლ.X/XI/XII/1 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.X/XI/XII.2-3 მოსწავლეს შეუძლიაკვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
                               მოსწავლეს შეუძლია მონაცემთამონაცემთა წარმოდგენა სხვა დასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ.X/XI/XII.4 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
რესურსები-კომპიუტერი,პროექტორი,ციფრული ფოტოგადამღები,კომპიუტერული პროგრამები-Google,youtube,pover pointi.სამედიცინო ბიოლოგიის სახელმძღვანელო.
პროექტის მსვლელობა-   მონაწილეებს შორის მიზნობრივი ჯგუფების შექმნა
1 ჯგუფი-- ინტერნეტისა და სამედიცინო ლიტერატურის გამოყენებითმოიძიებს ინფორმაციას შიდსის გამომწვევის აგებულებისა დაგამრავლების თავისებურების შესახებ .წარმოადგენს შიდსის გავცელების თეორიებს.
2 ჯგუფი--მოახდენს მოსწავლეებსა და მშობლებს შორის გამოკითხვას წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით და სტატისტიკურად წარმოადგენს კვლევის შედეგებს.
3 ჯგუფი-- ექიმთან ვიზიტის შემდეგ მოიძიებს ინფორმაციას დაავადების  გადაცემის გზებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ჩამოაყალიბებენ  შიდსის კლინიკის,დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თავისებურებებს.
4 ჯგუფი--კომპიუტერის გამოყენებით შექმნიან სასწავლო რესურსს ვიდეო რგოლსა და სლაიდ შოუს. გააფორმებენ პლაკატს.
  
  პრეზენტაცია--1 დეკემბერი.

პრეზენტაციას დაესწრება მაღალკლასელები,მშობლები, მასწავლებლები,სასოფლო თემის წარმომადგენლები,ამბულატორიის მედპერსონალი.
პრეზენტაციის ბოლოს მოისმენენ მუსიკალური ჯგუფის ქუინის სოლისტის ფრედი მერკურის მიერ სესრულებულ კომპოზიციას - სიცოცხლე გრძელდება.

შეფასება-   ფასდება როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური მუშაობა შემდეგი კრიტერიუმებით
  1. პრობლემის იდენტიფიცირება.
  2. 2.კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების უნარი.
  3. თვალსაჩინოების შექმნის და გამოყენების უნარი.
  4.  დასკვნების გაკეთების უნარი.
  5. პრეზენტაცია. იხ. შეფასების რუბრიკები 
პროექტის ხელმძღვანელი--ქვიტირის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი:  ციალა ჩხეიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა-  cchxeidze@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი-cchxeidze.blogspot.com